2020-04-29 11:57:09, 1522 ნახვა
ომი უკრაინაში
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან დღეს 9 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერება
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათი კლინიკიდან დღეს 9 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერება.
მისი თქმით, ამ ეტაპზე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 81 პაციენტი მკურნალობს.
„კლინიკაში გვყავს 106 პაციენტი. აქედან ინფიცირებული რჩება 81 პაციენტი. დღეს კლინიკიდან ეწერება 9 გამოჯანმრთელებული პაციენტი. რამდენიმე ტესტი გაგზავნილი გვაქვს ლუგარში.
რეანიმაციული პაციენტები გვყავს რვა. აქედან 6 ხელოვნურ ვენტილაციაზეა, 2 სპონტანურ სუნთქვაზეა. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება სტაბილური. ყველა მათგანი უარყოფითი კლინიკის გარეშეა“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან