16:02 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-25 15:45:28, 4183 ნახვა

კულტურა
მწერალ ციალა არდაშელიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებულ ვ. არქანიას სახელობის არტ-გალერეაში, მწერლისა და პუბლიცისტის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილისა და ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებლის, რევაზ ინანიშვილისა და დავით აღმაშენებლის სახელობის პრემიების, ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდ „ოქროს ფრთის“ ლაურეატის, ციალა არდაშელიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

წლების მანძილზე გაწეული საქმიანობისა და ღვაწლისთვის, ვახტანგ ყოლბაიამ ციალა არდაშელიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მადლობის სიგელი გადასცა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, მწერლები და საზოგადო მოღვაწეები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics