11:18 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-25 13:49:08, 531 ნახვა

საზოგადოება
"სითი პარკის" მიერ გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალება შესაძლოა, "112"-ის ბაზაში დარეგისტრირდეს

„სითი პარკს“ ავტოსატრანსპორტო საშუალების საჯარიმოზე გადაყვანის შესახებ შესაძლოა, „საინფორმაციო სამსახურ 112“–სთვის შეტყობინება დაევალოს. 

ცვლილებას  „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული. 

„წარმოდგენილი კანონ-პროექტის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების გადაყვანის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ავტომობილი დარეგისტრირდება “საინფორმაციო სამსახური 112“-ის ბაზაში. რის შედეგადაც კიდევ ერთი გაუგებრობა აღმოიფხვრება. უმრავლეს შემთხვევაში „სიტი პარკის“ მიერ უკანონოდ გადაყვანილი ავტომობილის მეპატრონე, დიდ დროს ანდომებდა იმის დადგენას, მისი ავტომობილი გაიტაცეს, თუ „სითი პარკის“ მიერ იქნა გადაყვანილი. სპეციალურ ავტოსადგომზე გადაყვანის შემთხვევაში ავტომანქანის მფლობელის ინფორმირებულობა მნიშვნელოვანი და აუცილებელია“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. 
კანონპროექტის ინიციატორი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილია. 
კანონპროექტს პარლამენტის პლენალურ სხდომაზე სავარაუდოდ, მიმდინარე წლის 20 თებერვალს განიხილავენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics