23:44 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-12 13:45:58, 657 ნახვა

საზოგადოება
ელბაქიძის აღმართზე მოძრაობა, სავარაუდოდ, 2-3 თვეში აღდგება

ელბაქიძის აღმართის გზის რეაბილიტაციას, სავარაუდოდ, 2-3 თვე დასჭირდება.

ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ნარმანიას თქმით, გზის სრულად აღდგენისთვის  კედლის მშენებლობა გახდება საჭირო.

„ჯერჯერობით, ვიზუალური დათვალიერებით რაც ჩანს, არის ის, რომ კომუნიკაციების გაუმართაობითა და უყურადღებობითაა  გამოწვეული. მნიშვნელოვანია ის, რომ სამუშაოები დღესვე დაიწყება. ჩვენი სამსახურები მობილიზებულია იმისათვის, რომ გაწმენდა დავიწყოთ და გზა 2-3 თვე მთლიანად უნდა ჩავკეტოთ. საჭირო გახდება კედლის მშენებლობა, რათა გზა აღდგეს. ჩვენ გვინდა, რომ მიზეზი შესაბამისმა სამსახურებმა გამოიძიონ და დაადგინონ, რათა თუ ვინმეს პასუხისმგებლობა არის, ამის შემდეგ გავრცელდეს“, - განაცხადა ნარმანიამ.

წინასწარი ინფორმაციით, ელბაქიძეზე გზის სავალი ნაწილის ჩანგრევა, გზის ქვეშ წყლის უხვმა რაოდენობამ გამოიწვია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics