21:42 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-17 11:48:40, 568 ნახვა

სამართალი
ხაშურში სამი არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ცენტრალური სამსახურის თანამშრომლებმა ე.წ. „ცხელ წერტილებში“ პრევენციული ღონისძიებების გატარებისას სამი უკანონო, არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.  

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხაშურის მუნიციპალიტეტში აღმოჩენილი ამავე საამქროების  ტერიტორიაზე ნაპოვნი  სხვადასხვა ჯიშის და მოცულობის უკანონოდ მოპოვებული 18 ერთეული მორი და პირველადი გადამუშავების პროდუქტი.

მათივე ცნობთ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სახერხი დანადგარები დაილუქა.  სამართალდამრღვევებს კი ჩამოერთვათ უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მრგვალი ხე-ტყის გადამამუშავებელი  საამქროების მიერ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დაცვის შესწავლის მიზნით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე  განაგრძობს პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics