01:56 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-13 14:11:48, 757 ნახვა

სამართალი
საქალაქო სასამართლოში „თავისუფალი ზონის“ წევრების პროცესის დასრულების შემდეგ ხმაური იყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში „თავისუფალი ზონის“  წევრების  სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ხმაური იყო.

როგორც ადგილიდან „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება, ხმაური გიგა ბოკერიას გამოჩენამ გამოიწვია, რომელიც პროცესს ესწრებოდა.

 „თავისუფალი თაობის“  წევრებმა გიგა ბოკერიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და მას მოღალატე  ეძახეს. „თავისუფალი ზონის“  წევრებმა კი საპასუხოდ მათ პრემიერის 20 ლარიანი ტიტუშკები უწოდეს.

მოსამართლე ხატია არდაზიშვილმა „თავისუფალი ზონის“  წევრ ფარნაოზ  ჭკადუას პროცესი შეუჩერა ხოლო, დანარჩენი ოთხი წევრი 100 ლარით დააჯარიმა.

„თავისუფალი ზონის“  წევრებმა საქალაქო სასამართლოს  ტერიტორია უკვე დატოვეს. ისინი საპატრულო  პოლიციის თანამშრომლებმა გააცილეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში  „თავისუფალი თაობის“ ლიდერის ლადო სადღობელაშვილის სასამართლო პროცესიც გაიმართა. მას სასამართლომ 100 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics