23:32 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-05 11:14:20, 688 ნახვა

რეგიონი
არჩილ ხაბაძემ სამთავრობო კომისიების მუშაობა შეაფასა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სამთავრობო კომისიების მუშაობა შეაფასა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შერეული სამთავრობო კომისიები აჭარის მთავრობის უწყებებში სხვადასხვა მიმართულებით პრობლემური საკითხების შესწავლისა და რეკომენდაციების გაცემის მიზნით  უკვე რამდენიმე წელია მუშაობს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული კომისიები ცალკეული პრობლემების მიხედვით ეტაპობრივად ყალიბდება და არის ქმედითი და შედეგზე ორიენტირებული.

 ცნობისთვის, კომისიების დასკვნების დაფუძველზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით არაერთი სოციალური პრობლემის მოგვარება მოხდა. ბათუმის საკრებულოს მიერ ახლახანს მიღებული გადაწყვეტილება გონიოს მიწების შესახებ 2010 წლის დოკუმენტის ბათილად ცნობის შესახებ, სწორედ შერეული სამთავრობო კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე იქნა მიღებული. აჭარის მთავრობის ძალისხმევით, 271 გონიოელს მიწის საკუთრებაში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცა.

2012-2016 წლებში სტიქიით მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო კომისიის მიერ 1732 ოჯახს გაეწია დახმარება, ხოლო 213 ოჯახს გადაეცა ბინა.

მნიშვნელოვანი შედეგია 2014-2016 წლებში ათწლეულების განმავლობაში არსებული პრობლემის გადაჭრა - 196 ოჯახს სახცოვრებელი ფართი დაუკანონდა ე.წ სამხედრო ბინებში.

სამთავრობო კომისიის დასკვნის საფუძველზე, შუახევში, 2015 წელს 300 000 ლარის კომპენსაცია გაიცა სოფელ ჩანჩხალოს მოსახლეობისთვის.

ასევე მნიშვნელოვანია 1989 წლის 19 აპრილის სტიიქიის შედეგად დაზარლებულ წაბლანისა და წაბლიანის მოსახლეობისთვის გაწეული დახმარება.

აჭარის მთავრობის მუშაობის შედეგად 25 წელიწადზე მეტ ხანს დაკონსერვებული პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრა და 200-ზე მეტი ოჯახისთვის ბათუმში საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს.

სოციალური მიმართულებით  ღონისძიებების ხელშესაწყობად შექმნილი შერეული  სამთავრობო კომისიები აქტიურად აგრძელებენ მუშაობას. ხშირ შემთხვევაში, არსებული კომისიები არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით წარმოადგენენ ერთგვარ შუამავალ რგოლს სხვადასხვა პრობლემური  საკითხების გადაჭრაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics