19:40 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-04 10:41:43, 780 ნახვა

სამხედრო
დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილები ბათუმის დელფინარიუმში იმყოფებოდნენ

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სამშვიდობო მისიებისა და სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების შვილები ბათუმის დელფინარიუმში იმყოფებოდნენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის, იმერეთის და სამეგრელოს რეგიონიდან ბათუმში ჩამოსულ დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებსა და ბავშვებს III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა უმასპინძლეს.

დელფინარიუმის შემოქმედებითმა ჯგუფმა ბავშვებს შოუს ელემენტებით გაჯერებული შემეცნებითი სანახაობა შესთავაზა. შოუში მონაწილე დელფინებმა - ზორომ, მაიამ, მონიკამ, ციციმ, ფლიპერისმა, მარკომ, ნინიმ და კვირიამ პატარა სტუმრებისთვის 30-მდე ნომერი, სამი ცეკვა, რგოლებითა და ბურთებით თამაში, კუდზე ბალანსი და სხვა შთამბეჭდავი ნომრები შეასრულეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით გამართულ სოციალურ აქციას მხარი ბათუმის დელფინარიუმმა და ქალაქის მერიამაც დაუჭირა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics