17:50 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-17 11:41:47, 567 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში ლუკა კურტანიძის დეპუტატობის საკითხს მიმდინარე კვირას განიხილავენ

ლუკა კურტანიძის საპარლამენტო უმრავლესობის წევრობის საკითხს, მიმდინარე კვირას განიხილავენ. 

როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავჯდომარემ გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ კომიტეტში კურტანიძესთან დაკავშირებით ცესკოს მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას გაეცნობიან. იმ შემთხვევაში კი, თუ მასალები კანონმდებლობასთან შესაბამისობაში იქნება, კომიტეტი ბიუროს შესაბამისი დასკვნით მიმართავს. შემდეგ კი, საკითხს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

„ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან შემოვიდა მასალები, რომლის მიხედვითაც ადგილმონაცვლედ დასახელებულია ლუკა კურტანიძე.  საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამ მასალებს განიხილავს, შეისწავლის და თუ ეს მასალები კანონმდებლობასთან შესაბამისობაშია, უკვე  ბიუროს შესაბამისი დასკვნით მივმართავთ“, – აღნიშნა კახიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics