11:31 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-12 11:39:09, 789 ნახვა

რეგიონი
მერია - ახალმა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ბათუმი-შუახევის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა

ახალმა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ბათუმი-შუახევის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, მოსახლეობას ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეღავათიანი ტარიფით მოემსახურება.

"ახალი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი და შშმ პირებისათვის ადაპტირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბათუმი-შუახევის მიმართულებით ყოველდღე იმოძრავებს შემდეგი განრიგით: ბათუმი-შუახევი 07:30 სთ; შუახევი-ბათუმი 18:00 სთ.

მგზავრობის ტარიფი სტანდარტული 4 ლარი იქნება, ხოლო შშმ პირები, ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის მეუღლე და შვილები, სტუდენტები და 6 წლამდე ბავშვები უფასოდ იმგზავრებენ.

ავტობუსი გასვლის ადგილი: შუახევი-ზამლეთის (ელვაური) მიმდებარე ტერიტორია; 
ბათუმი-ბონის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია.

ახალი, EURO 5-ი სტანდარტის შესაბამისი ავტობუსი, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და აჭარის ა.რ. ბიუჯეტიდან მიღებული კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში დაფინანსდა",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics