11:15 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-27 20:37:34, 1216 ნახვა

რეგიონი
შუახევში წლის წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

შუახევში, 2023 წლის საუკეთესო სპორტსმენები, მწვრთნელები და გუნდები დაჯილდოვდნენ, რომლებსაც მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი სპორტული მიღწევები ჰქონდათ. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

წარმატებულ სპორტსმენებს ჯილდოები შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გადასცა. მიღწეული შედეგები მიულოცა და წარმატებები უსურვა.

სიგელები გადაეცათ16 წარმატებულ სპორტსმენს, 6 მწვრთნელს და რაგბის განვითარების სკოლის ფურტიოს გუნდს, ხოლო 4 გზის ევროპის ჩემპიონს, მსოფლიო ვიცე ჩემპიონს და მსოფლიო ჩემპიონს კონტაქტურ კარატეში დათა ფუტკარაძეს, სიგელთან ერთად ფულადი ჯილდო გადაეცა.

ღონისძიებას, თვითმმართველობის წარმომადგენლები, სპორტული ცენტრის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics