17:12 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-17 16:31:15, 1605 ნახვა

სამხედრო
ბურჭულაძე - თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე განახლდა

საქართველოს პარლამენტში თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს „მინისტრის საათის“ ფარგლებში უსმენენ.

თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას სამხედრო ავიაციის აღდგენა-მოდერნიზების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საფრენი აპარატების მნიშვნელოვანი ნაწილის აღდგენა-მოდერნიზება უკვე დასრულებულია. 

„ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ავიაციის აღდგენა-მოდერნიზების კუთხით. გასულ წლებში, განახლდა თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს პროცესი დღესაც აქტიურად მიმდინარეობს და მომავალშიც განვაგრძობთ.

მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ავიაცია ფაქტობრივად, იყო დაუკომპლექტებელი. ჩვენ, სულ რაღაც ოთხ წელიწადში მოვახერხეთ ის, რომ დღეს  ჩვენს ავიაციას უკვე გამართულ მდგომარეობაში ჰყავს SU–25-ები, UH-1H-ის ტიპის შვეულმფრენები, ასევე MI- 8, MTV და MI–24-ის ტიპის შვეულმფრენები.

ჩვენ ასევე დავიწყეთ სასწავლო-საბრძოლო L-39-ის თვითმფრინავების და AN-2-ების, ასევე სასწავლო თვითმფრინავების აღდგენა, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics