03:32 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-06 18:41:34, 656 ნახვა

საზოგადოება
მდინარე მაშავერას დაშრობასთან დაკავშირებით სიტუაციის შესწავლა განხორციელდა

მდინარე მაშავერას დაშრობასთან დაკავშირებით ადგილზე სიტუაციის შესწავლა განხორციელდა. 

როგორც „ექსპრესნიუსს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, შესწავლის შედეგად, წყალმცირობა დიდი დმანისის ჰიდრონაგებობიდან სოფ. კიანეთამდე მონაკვეთში  დაფიქსირდა. 

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძვლზე დეპარტამენტის და გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დარგის სპეციალისტების მიერ განხორციელდა მდ. მაშავერას დაშრობასთან დაკავშირებით ადგილზე არსებული სიტუაციის შესწავლა. შესწავლის შედეგად დიდი დმანისის ჰიდრონაგებობიდან სოფ. კიანეთამდე მონაკვეთში (დაახლოებით 10-12 კმ მანძილზე) დაფიქსირდა შესამჩნევი წყალმცირობა, წყლის ხარჯი დ. კაზრეთთან შეადგენდა 0,5 მ3/წმ. ასევე დადგინდა, რომ ჰიდრონაგებობიდან მდინარეში ჩამდინარე წყლის მნიშვნელოვანი ნაწილი (დაახლოებით 80%) გადაგდებული იყო მცირე ჰესის ასამუშავებლად კაზრეთის სარწყავი სისტემის წყალგამყოფი კვანძიდან გამომავალი დიუკერის მეშვეობით. მდინარე მაშავერადან წყალაღებას ახორციელებს შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია“ და ხელშეკრულების საფუძველზე აწვდის მცირე ჰესს. ჰიდროელქტროსადგურისათვის წყლის მიწოდება ხორციელდება ხელშეკრულებით დადგენილი რეჟიმების მიხედვით. 2015 წლის 5 თებერვლის 17 საათისათვის მდ. მაშავერაზე, ზემოაღნიშნულ მონაკვეთზე წყალმცირობა შენარჩუნებულია. ამდენად, მდ. მაშავერას დაშრობა არ უკავშირდება RMG Gold მიერ წიაღით სარგებლობის სამუშაოებს. ამ ეტაპზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება საკითხის დეტალურად შესწავლის მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics