10:13 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-08 23:22:35, 1028 ნახვა

კომენტარი
შალვა პაპუაშვილი 5-6 ივლისზე - პოლიცია ეფექტიანად მოქმედებდა

„პოლიცია ეფექტიანად მოქმედებდა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა შავლა პაპუაშვილმა 5-6 ივლისის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსთაველის გამზირზე პოლიციის ადეკვატური რაოდენობა იყო მობილიზებული.

„პოლიცია ამ დღეებში მთლიანობაში ეფექტიანად მოქმედებდა. თუკი საერთო ჯამში შევაფასებთ დაწყებული 1-ლი ივლისიდან 6 ივლისის ჩათვლით - იყო სხვადასხვა სახის ღონისძიება, რომელიც პოლიციამ ეფექტიანად მართა. 5 ივლისს დილით იყო სპონტანური ძალადობის ფაქტი და ბევრისთვის და ჟურნალისტებისთვისაც მოულოდნელი იყო, რომ ასეთი აგრესია იყო ჟურნალისტების მიმართ.

იცით, რომ პოლიცია იყო ადეკვატური რაოდენობით, რადგან იქ მოსალოდნელი არ იყო ძალადობა, ვინაიდან მეორე აქცია არ იმართებოდა, მოსალოდნელი არ იყო აქციებს შორის დაპირისპირება. უმრავლესობა მსჯელობს, რომ მოიწვიოს პარლამენტში შს მინისტრი და მოვისმინოთ განმარტებები. 1-ში, 3-ში და 6-ში, სადაც იყო ორი აქცია, ეფექტიანად მართა შსს-მ. 5 ივლისს იყო აბსოლუტურად უპრეცედენტო შემთხვევა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics