10:11 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-08 20:34:11, 1209 ნახვა

კომენტარი
მარიამ ქვრივიშვილი - ჩვენი გუნდის სწორი მენეჯმენტის შედეგად, პანდემიის მიუხედავად საქართველოში შემოვიდა Eurowings-ი

„ჩვენი გუნდის სწორი მენეჯმენტისა და სწორი კომუნიკაციის შედეგად, პანდემიის მიუხედავად, საქართველოში შემოვიდა კიდევ ერთი ახალი, ცნობილი ავიაკომპანია Eurowings-ი, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კი „ვიზეარის" ბაზა დაბრუნდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა „დღის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა.

„ორი კარგი სიახლეა -  პირველი ყველაზე ღირებული არის ის, რომ პანდემიის მიუხედავად და სწორი მენეჯმენტის შესაბამისად, ჩვენ ქვეყანაში შემოვიდა ახალი, საკმაოდ ცნობილი ავიაკომპანია „ევროვინგზი". პირველი მიმართულება, რაც გაიხსნა, დიუსელდორფი-თბილისის მიმართულებაა. თუმცა, გვაქვს აქტიური მიმდინარე მოლაპარაკებები, რომ Eurowings-ი ქუთაისშიც ვიხილოთ. აქვე გეტყვით, რომ „ევროვინგზის" პირველი რეისი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩამოფრინდა, სავსე იყო ტურისტებით. დიახ, ასეთი მაგალითები გვიჩენს იმ დადებით მოლოდინებს, რომელიც  გვაქვს", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც ბოლო პერიოდში იყო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში „ვიზეარის" ბაზის დაბრუნებას უკავშირდება.

„გვახსოვს, რამდენად მტკივნეული იყო თითოეული ჩვენგანისთვის კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე ბაზის გასვლა ქუთაისის აეროპორტიდან და დიახ, სწორი მენეჯმენტით მოვახერხეთ ის, რომ პანდემიის მიუხედავად, WizzAir-თან სწორი კომუნიკაციით და იმ მაღალი ხარისხის თანამშრომლობით, რომელიც ჩვენ გვაქვს, WizzAir-ის ბაზა რამდენიმე დღის წინ  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, სტრატეგიულ პარტნიორ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები და ურთიერთობები პროაქტიულად გაგრძელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics