17:37 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-18 23:46:35, 1244 ნახვა

სპეციალური ანონსი
19 ივლისის სპეციალური ანონსი

19 ივლისს, 11.00 საათზე, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის, გორის მუნიციპალიტეტისა და შიდა ქართლის არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საბჭოს“ ორგანიზებით, ნიქოზის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება, რის შემდეგაც 9 მრავალშვილიან ოჯახს მოინახულებენ და პროდუქტებს გადასცემენ.
საკონტაქტო პირები: ნატალია ბუკულოვა - 577 000 440, ნინო ჩიბიროვა - 593 23 58 51

19 ივლისს, 11:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სამოქმედო პროგრამის ნაწილის - საგარეო პოლიტიკის, მშვიდობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრეზენტაციას გამართავს. 
მის: თავისუფლების მოედანი #4, „ქორთიად მერიოტი“

19 ივლისს, 13:00 საათზე, “დემოკრატიული მოძრაობის” მთავარ ოფისში ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. 
თემა: საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელი.
მის: აბულაძის ქ. #8

19 ივლისს, 15:00 საათზე, ქართული ბიზნეს ჰოლდინგის GT GROUP-ისა და იტალიური კომპანიის CONSULENTE ENOLOGICA SRL-ის მიერ დაფუძნებული ქართული კომპანია “ჯი-თი ენოლოჯიკა” და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ერთობლივ კონფერენციას გამართავს.
მის.: ჩარგლის ქ. N 73 
საკონტაქტო პირი მედა - 577 494935

19 ივლისს, 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში ლუქსემბურგში მოღვაწე ქართველი არტისტის ირინა გაბიანის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა - „გახსნილი სამყარო”. გაიხსნება.
მის.: ლადო გუდიაშვილის ქ. #1





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics