22:52 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-08 16:52:14, 2469 ნახვა

კომენტარი
პაპუაშვილი: დღეს ბრიუსელი პირდაპირი გზით საბჭოთა კავშირისკენ მიექანება

დღეს ბრიუსელი პირდაპირი გზით საბჭოთა კავშირისკენ მიექანება - თქვა ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე.

"შეფასების დოკუმენტს რაც შეეხება - ჩვენი მთავარი შემფასებელი ქართველი ხალხია. ქართულ ხელისუფლებას ქართველი ხალხი აფასებს. საქართველოს შეფასების ასეთი პრეტენზია საბჭოთა მოსკოვს ჰქონდა, რომელიც ხან ხუთწლედის გეგმებს გვისახავდა, ხან რას და ხან რას. ახლა ხან 5 პუნქტს გვეუბნებიან და ხან რა გეგმებს გვისახავენ. 

ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ მთავარი პრინციპი, რა წესებზეც საერთაშორისო წესრიგია დაფუძნებული, არის სხვა ხალხის სუვერენიტეტის პატივისცემა. ის დამრიგებლური ტონი, რითიც ზოგიერთი ევროკომისარი ქართველ ხალხთან საუბარს ბედავს, მიუღებელია [...] რადგან ბრიუსელმა ასეთი კონფრონტაციული ტონი და ქართველი ხალხისთვის კურატორისა და მეურვის როლის შეთავსება გადაწყვიტა, ისინი თავიანთ საქმიანობაზე ქართველი ხალხისგანაც მოისმენენ დასაბუთებულ შეფასებას და იმის შეფასებას, რომ დღეს ბრიუსელი ევროპულ ღირებულებებს სრულად აცდა და პირდაპირი გზით უკან, საბჭოთა კავშირისკენ მიექანება."  -განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics