11:39 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-08 09:35:31, 24021 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთის საოკუპაციო ძალები, უკრაინის ტერიტორიების სწრაფ ოკუპირებას ახდენენ - The Telegraph

რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალები აგრძელებს უკრაინის ტერიტორიების დაკავებას უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტემპით, რადგან სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, ხოლო კიევის მხარდაჭერა სუსტდება, — წერს The Telegraph.

Deep State-ის ინფორმაციით, ნოემბერში რუსმა სამხედროებმა 500 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს — რაც 250 კვადრატული კილომეტრით მეტია, ვიდრე ერთი თვით ადრე. ხოლო შეტევის სიჩქარე, ომის სწავლების ინსტიტუტის შეფასებით, უახლოვდება რეკორდულად მაღალ დონეს თითქმის მთელი ოთხი წლის განმავლობაში.

გამოცემის ცნობიტ, ასეთი წინსვლა, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს ტრამპის დარწმუნებას, რომ მშვიდობა უნდა დამყარდეს რუსეთის პირობებით, ხოლო კიევისთვის დახმარების გაგზავნა ფულის უაზრო ხარჯვაა.

ამავდროულად, რუსების შეტევა გრძელდება და მძაფრი ბრძოლები მიმდინარეობს დონეცკის ოლქის პოკროვსკის მიმდებარედ. რუსმა ოკუპანტებმა, რომლებმაც შეძლეს უკრაინის თავდაცვის ძალების რესურსების გაწელვა 1000-კილომეტრიან ფრონტზე, გარკვეული წარმატებები მოიპოვეს ზაპოროჟიეს ოლქშიც და მიუახლოვდნენ კუპიანსკის აღებას ხარკოვის ოლქში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics