2026-04-11 16:36:12, 1972 ნახვა
საზოგადოება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე III-მ გამოიტანა.
ზეციური ცეცხლი საფლავზე თბილისის დროით 15:13 საათზე გადმოვიდა.
წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. მათ შორის მომლოცველები საქართველოდანაც არიან.
წმინდა ცეცხლი თბილისში საღამოს ჩამოვა.
წინასააღდგომოდ, ცეცხლის კურთხევის ტრადიციას არაერთი ქრისტიანული ეკლესია მისდევს, რასაც დღესასწაულთან დაკავშირებული სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,