00:28 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-24 18:47:52, 1051 ნახვა

მსოფლიო
სეპარატისტები უკრაინის არმიას ფრონტის მთელ ხაზზე უტევენ

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სეპარატისტები ფრონტის მთელ ხაზზე შეტევაზე არიან გადასულები, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა სტეპან პოლტორაკმა განაცხადა.

მისი თქმით, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა მარიუპოლის და დონეცკის რაიონში, სადაც სეპარატისტებმა დამატებითი მძიმე ტექნიკა გადაისროლეს.

პოლტორაკის თქმით, მარიუპოლი იბომბება 6 გრადის ტიპის არტილერიული დანადგარიდან, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა 4-ის განადგურება შეძლეს.

მინისტრის განცხადებით, ფრონტის ხაზსთან რუსული სამხედრო თვითმფრინვები დაფრინავენ და გამორიცხული არაა, რომ უკრაინის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში რუსული ავიაციაც ჩაერთოს.

პოლტორაკმა მარიუპოლის რაიონში უკრაინის ჯარების დამატებითი ძალების გადასროლის პირობაც დადო.

ცნობისთვის, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან მარიუპოლის დაბომბვა გრძელდება. ბოლო მონაცემებით, არტილერიული იერიშის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, 83 კი დაშავდა. მათგან 11-ის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ქალაქის საავადმყოფოები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics