09:36 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-02 11:19:36, 545 ნახვა

სამართალი
აკრძალული მედიკამენტის მალულად შემოტანის ფაქტი გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა აკრძალული მედიკამენტის მალულად შემოტანის ფაქტი გამოავლინეს.

როგორც "ექსპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, 112 აბი ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი LYRICA (300mg) რუსეთის მოქალაქე რ. ა.-ს შემოჰქონდა, რომელიც 1 აპრილს შემოვიდა საბაჟო გამშვები პუნქტის, „ყაზბეგის“, ტერიტორიაზე.

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა აკრძალული მედიკამენტი მგზავრის ფიზიკური დათვალიერებისას, მის სხეულზე დამალული აღმოაჩინეს.

საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics