14:03 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-07 17:11:45, 2035 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი: ლარის გაუფასურების საფუძველი არ არსებობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მაკროეკონომიკურად ლარის გაუფასურების საფუძველი არ არსებობს.

ქუმსიშვილის თქმით,  ლარის კურსი მოთხოვნა-მიწოდებით და ბაზარზე არსებული მდგომარეობით ყალიბდება.

„ჩვენი საგადასახდელო ბალანსი წინა წელთან შედარებით გაუმჯობესებულია. მითუმეტეს ახლა, როცა ტურისტული სეზონი დამთავრდა და ქვეყანაში ვალუტაა შემოსული, ლარის გაუფასურებას არაფერი მოასწავებს. სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც რომ ავიღოთ ჩვენი ქვეყნის ვალუტის კურსი, ის საკმაოდ სტაბილურია. პროგნოზირება, ზოგადად, ძალიან უმადური საქმეა, თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ მაკროეკონომიკურად ლარის გაუფასურების არანაირი საფუძველი არ არსებობს. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ჩვენი მოსახლეობა მოლოდინებს აყვება და დაიწყებს დოლარის შეძენას იმ შემთხვევაში, როცა ეს აუცილებელ საჭიროებას არ წარმოადგენს", - აღნიშნა ქუმსიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics