11:29 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-02 18:51:46, 808 ნახვა

სხვადასხვა
ჩეჩენი მაღალჩინოსანი: აჰმედ ჩატაევს საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდა მიღებული

ჩეჩნეთის ძალოვანი სტრუქტურები ამტკიცებენ, რომ აჰმედ ჩატაევს საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდა მიღებული, - ამის შესახებ ინფორმაციას Vesti.ru ჩეჩნეთის ვედენის რაიონის პოლიციის უფროსზე, აბუფეტ მუჰადინოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

მუჰადინოვის თქმით, სტამბოლის ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი უკრაინამ საქართველოს გადასცა და ამის შემდეგ ის არამხოლოდ ცხოვრობდა საქართველოში, არამედ მოქალაქეობაც ჰქონდა მიღებული, ხოლო 2015 წელს უკვე სირიაში გადავიდა.

როგორც მაღალჩინოსანი აცხადებს, სპეცსამსახურების მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, აჰმედ ჩატაევის ძმა შესაძლოა, ამ დროისთვის თურქეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდეს.

შეგახსენებთ, თურქული გამოცემა Yeni Safak-ის ინფორმაციით, სტამბოლის ტერაქტის სავარაუდო ორგანიზატორი აჰმედ ჩატაევია, თუმცა სააგენტო აღნიშნავს, რომ თურქეთის ხელისუფლება ტერაქტთან ჩატაევის კავშირს არ ადასტურებს.

ცნობისთვის, აჰმედ ჩატაევი 2012 წლის აგვისტოში საქართველოში, ლაფანყურის ოპერაციის დროს დააკავეს. 2012 წლის დეკემბერში თბლისის სასამართლომ ჩატაევს პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.

თურქული მედიის ინფორმაციით, 2013 წელს აჰმეთ ჩატაევი ექსტრეისტულ დაჯგუფება “ისლმაურ სახელმწიფოს” შეუერთდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
თბილისში კაცი ცოლის არასრულწლოვან შვილიშვილებს პერიოდულად აუპატიურებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics