20:43 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-09 19:54:31, 2318 ნახვა

პოლიტიკა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა: საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაცია აშკარაა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით, X ქსელი წერს, რომ საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაცია აშკარაა და რომ შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მოსაძებნად აუცილებელია პოლიტიკური სპექტრის ყველა წარმომადგენლის ჩართულობა.

„პერე ხუან პონსო სამპიეტროსა და მის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კოლეგებს შორის შეხვედრების ხანგრძლივი დღე გაიმართა როგორც პარლამენტში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. პოლიტიკური სფეროს პოლარიზაცია აშკარაა. პოლიტიკური სპექტრის ყველა წარმომადგენლის ჩართულობა აუცილებელია ქართველი ხალხისთვის შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მოსაძებნად“, - ნათქვამია პოსტში.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოს 8 მარტს ეწვია და ვიზიტს 10 მარტს დაასრულებს. მას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პერე ხუან პონსო სამპიეტრო ხელმძღვანელობს.

8 მარტს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ოკუპაციის ხაზთან ახლოს მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვია, ხოლო 9 მარტს შეხვდა საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics