11:29 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-15 13:22:36, 701 ნახვა

საზოგადოება
ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი, აშშ-ში იმყოფება

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის (SANGU) დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანი წარმომადგენელი სანგუში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში 

ვიზიტი დაიწყო პარტნიორ ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტში (Northern Kentucky University), ინფორმატიკის კოლეჯთან (College of Informatics, Northern Kentucky University) სამუშაო შეხვედრებით.

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა: არსებული ერთობლივი პროგრამების განვითარება

 ახალი აკადემიური შესაძლებლობები, ტექნოლოგიური განათლების გაძლიერება, სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი ინიციატივები

SANGU-სა და NKU-ს შორის მრავალწლიანი, წარმატებული და უნიკალური თანამშრომლობა ხელს უწყობს საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოებას, კულტურულ გაცვლას და საქართველოში მაღალი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტების პროგრამების ხელმისაწვდომობას.

ვიზიტის ეს ეტაპი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია პარტნიორობის გაღრმავებისა და ინოვაციური საგანმანათლებლო მიმართულებების განვითარების გზაზე. " | წერს სოციალურ ქსელში წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
თბილისში კაცი ცოლის არასრულწლოვან შვილიშვილებს პერიოდულად აუპატიურებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics