14:46 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-16 12:00:07, 672 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული ბანკია ბიზნესისთვის ტრანსფორმაციის მიმართულებით - Global Finance

Global Finance-ის მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების 26-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა — ბანკი ბიზნესისთვის საუკეთესო ციფრულ ბანკად დასახელდა ტრანსფორმაციის მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ ეს ჯილდო იმ პრესტიჟული აღიარებების ნაწილია, რომლებიც საქართველოს ბანკმა წელს მიიღო. ბანკი ზედიზედ მეორე წელს მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკი გახდა, წელს კი ასევე გაიმარჯვა შემდეგ კატეგორიებში:

  • მსოფლიოს საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი;
  • საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი;
  • საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
  • საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი ონლაინ პროდუქტების შეთავაზების მიმართულებით;
  • საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი დაკრედიტების მიმართულებით.

დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკს კონკურენციას უწევდნენ ისეთი წამყვანი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, როგორებიცაა Bank of America, Citi, Revolut და სხვები.

Global Finance საუკეთესო ციფრულ ბანკებს უკვე 26- წელია ირჩევს. წლევანდელი გამარჯვებულები Infosys-ის – გლობალური საკონსულტაციო, ტექნოლოგიური და აუთსორსინგის ლიდერი კომპანიის ჟიურის წევრებმა შეარჩიეს, ხოლო საბოლოო სია გამოცემის რედაქციამ გამოავლინა.

გამარჯვებულები შეფასდნენ ისეთი კრიტერიუმების მიხედვით, როგორიცაა ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის სიძლიერე, ციფრული შეთავაზებების მრავალფეროვნება, ონლაინ მომხმარებელთა ბაზის ზრდა და სხვა მნიშვნელოვანი ინდიკატორები.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების 2025 წლის დაჯილდოების პირველ რაუნდში საქართველოს ბანკმა 34 ნომინაციაში გაიმარჯვა.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics