19:46 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-10 11:47:52, 1617 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე აქციაზე - რამდენიმე აკაცუკი შეიკრიბება და აგინებენ ყველას, ვინც მათ გვერდით არ არის

თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, იმ მოქალაქეების მიზანი, რომლებიც ყოველდღიურად აქციებს აანონსებენ, ძალიან მარტივია - როგორმე დაძაბულობა შემოიტანონ და ხელი შეუშალონ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, მმართველი გუნდი ამომრჩეველს ყოველდღიურად აწვდის ინფორმაციას დასრულებული თუ დაგეგმილი პროექტების შესახებ, ოპოზიცია კი მხოლოდ და მხოლოდ იმ მოქალაქეების კრიტიკითაა დაკავებული, რომლებიც მათ მხარს არ უჭერს.

„საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს. მიზანი ძალიან მარტივია - როგორმე შემოიტანონ დაძაბულობა. მათ ყურადღებას არავინ აქცევს. ხომ ხედავთ გაუბედურებული, 30 აკაცუკი რა მდგომარეობაშია - „გაფარჩაკებულები“ არიან, არანაირი მხარდაჭერა და თანადგომა არ აქვთ. ჩვენ ყოველდღიურად ვაანონსებთ გზების პროექტების დასრულებას, სიახლეებს, ისინი აანონსებენ აქციებს; ჩვენ ყოველდღიურად საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას ახალ პარკებთან, დასრულებულ სკვერებთან, რეაბილიტირებულ რეკრეაციულ არეალებთან დაკავშირებით, ისინი კეტავენ ქუჩებს და უდიდეს დისკომფორტს უქმნიან ადამიანებს; ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით ამომრჩევლებს, ვესაუბრებით ქვეყნის მომავალზე, თბილისთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე, ისინი მხოლოდ ერთმანეთს ხვდებიან - რამდენიმე აკაცუკი შეიკრიბება, აგინებენ ყველას, ვინც მათ გვერდით არ არის და მერე უკვირთ, „ქართულ ოცნებას“ და პირადად მე, რატომ გვაქვს ამხელა მხარდაჭერა და თანადგომა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics