00:02 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-06 13:47:32, 2067 ნახვა

სამართალი
ბათუმის საქალაქო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილი მივიდა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი უნდა გახდეს ცნობილი, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მივიდა.

პარალელურად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ეზოში მზია ამაღლობელის მხარდამჭერები იკრიბებიან.

რამდენიმე წუთის წინ სასამართლოში მიიყვანეს მზია ამაღლობელიც, რომელსაც მხარდამჭერები გამამხნევებელი შეძახილებით შეხვდნენ, კერძოდ, ისმოდა შეძახილები: „მზია, გამაგრდი“, „თავისუფლება მზიას“.

ცნობისთვის, გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. მან ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა. საქმეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავდა, რომელიც დღეს მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics