18:46 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-28 15:19:48, 647 ნახვა

ეკონომიკა
დაესწარით SOLO Education-ი ფარგლებში ორგანიზებულ შეხვედრას ბავშვებისთვის საჭირო ფინანსური ჩვევების შესახებ

SOLO-მ ახალი მიმართულება SOLO Education-ი შექმნა - პროექტი საინტერესო შეხვედრებს, შეთავაზებებსა და ისეთ ინიციატივებს აერთიანებს, რომლებიც მომხმარებლებს მაღალი ხარისხის განათლების მიღებასა და კარიერულ წინსვლაში დაეხმარება.

29 მაისს, 19:00 საათზე, ჭავჭავაძის SOLO ლაუნჯში SOLO მომხმარებლებისთვის გაიმართება შეხვედრა თამთა ჯიჯავაძესა და ნათია მშვიდობაძესთან, სადაც სპიკერები ბავშვებისთვის საჭირო ფინანსური ჩვევების მნიშვნელობასა და მათ განვითარებაზე ისაუბრებენ.

შეხვედრაზე დასწრება SOLO მომხმარებლებს შეუძლიათ. ამისათვის, მათ უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.

ტრენინგი მიზნად ისახავს, მშობლებს გაუზიაროს საჭირო ცოდნა და უნარები, რომლებიც მათ შვილებისთვის ფინანსური განათლების მიცემაში დაეხმარებათ. მათ შორის, ხელს შეუწყობს მშობლებს,  გაიგონ: როგორ აუხსნან ბავშვებს ფინანსური კონცეფციები, ესაუბრონ მარტივად, წაახალისონ მათში პასუხისმგებლობიანი ქცევა და ჩამოუყალიბონ მომავლისთვის გამოსადეგი ჩვევები.

სპიკერები შეეხებიან ისეთ თემებს, როგორებიცაა: ბიუჯეტირება, დანაზოგების დაგეგმვა, გონივრული ხარჯვა, იმპულსური შენაძენების თავიდან აცილება და სხვა მნიშვნელოვანი ფინანსური პრინციპები.

ინფორმაციისთვის, თამთა ჯიჯავაძე ბიზნესგამოცემა bm.ge-ის რედაქტორი, ჟურნალისტი და ტრენერია. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება სასკოლო და არაფორმალური განათლების მიმართულებით. ხოლო, ნათია მშვიდობაძე სტრატეგიული მენეჯერი და ანალიტიკოსია, რომელიც ატარებს ტრენინგებს ეკონომიკის მასწავლებლებისთვის და არის არასამეწარმეო ფინანსების მოწვეული ლექტორი უნივერსიტეტში.

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics