15:14 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-07 18:07:05, 779 ნახვა

სამხედრო
თინათინ ხიდაშელი: რეფორმების გასატარებლად ახალ სარდალს სრული ლეგიტიმაცია აქვს

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის შტაბისთვის ახლადდანიშნული სარდლის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა სენაკიდან ქუთაისში გადაინაცვლა. III ქვეით ბრიგადაში თინათინ ხიდაშელი ახალ სარდალთან, პოლკოვნიკ შალვა ჯაბახიძესთან ერთად, იმერეთის რეგიონში დისლოცირებული ქვედანაყოფების ბატალიონებისა და ასეულების მეთაურებს შეხვდა.
ოფიცრებთან საუბრისას თინათინ ხიდაშელმა პოლკოვნიკ შალვა ჯაბახიძის პროფესიონალიზმზე გაამახვილა ყურადღება და წარმატებები უსურვა: „გასული კვირის ბოლოს დაინიშნა ახალი სარდალი. პირად შემადგენლობასთან ის მარტო არ მოდის. მას გვერდში უდგას თავდაცვის სამინისტრო, გენერალური შტაბი, გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილეც ჩვენთან ერთად იმყოფება. აქვს სრული ლეგიტიმაცია და მწვანე შუქი იმ რეფორმების გასატარებლად და ტრანსფორმაციისთვის, რომელიც ჯარში რეალურად მიმდინარეობს“.
თინათინ ხიდაშელმა სამხედროებს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესიც გააცნო და მის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მთავრობამ მხარი დაუჭირა თავდაცვის სამინისტროს ინიციატივას სხდომაზე, ახალი სადისციპლინო კოდექსი მივიღეთ. მათ მოვუყევით რეფორმირების მიზანი, ამოცანა. სამი ძირითადი პრინციპია აქ მთავარი და მნიშვნელოვანი - მანამდე არსებული სისტემისგან განსხვავებით, ჩვენ ყველა სამხედრო მოსამსახურე გავათანაბრეთ და ვთქვით, რომ კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი; გავაუქმეთ ადმინისტრაციული პატიმრობა და გავამკაცრეთ სასჯელები მთელი რიგი გადაცდომებისთვის, მათ შორისაა აზარტული თამაშები,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
იმერეთის რეგიონში დისლოცირებული ქვედანაყოფების ბატალიონებისა და ასეულების მეთაურებთან შესახვედრას ქუთაისში, III ქვეით ბრიგადაში ასევე იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე, გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვა ხელმძღვანელი პირები.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics