20:19 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-30 17:54:54, 473 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებში დაგეგმილი სიახლეების შესახებ ისაუბრა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამებში დაგეგმილი სიახლეების შესახებ ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიმდინარე წელს გაიზრდება აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თითქმის ყველა პროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსების წილი, ასევე შეიცვლება დაფინანსების მეთოდოლოგია, როგორც ჯანდაცვის, ისე სოციალური მიმართულებით. 

„გაორმაგდება უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამის ბიუჯეტი. გაიზრდება ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამის და საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსება.

იგეგმება 100 წელს გადაცილებული მოქალაქეების ერთჯერადი დახმარების, ასევე, ახალშობილი ტყუპების ოჯახებზე დაფინანსების გაზრდა.

ამოქმედდება ახალი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს 120 000-დან 150 000 ქულამდე  სოციალურად დაუცველ ოჯახებში 16 წლამდე ასაკის ბავშვების ფინანსურ დახმარებას“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics