09:15 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-02 11:08:43, 2088 ნახვა

სხვადასხვა
ანდრეი ერმაკი - ჩემი სამძიმარი მათ ოჯახებს! მადლობა ქართველებს

"ჩემი სამძიმარი მათ ოჯახებს! მადლობა ქართველებს!" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი ტელეგრამზე ქართულ ენაზე წერს და უკრაინაში დაღუპული მალხაზ კვიჟინაძისა და ჯონი ოდიშვილის ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

ომი, სამწუხაროდ, არის ტკივილი და დანაკარგი.

ჩვენ ვკარგავთ ჩვენს გმირებს, ასევე მოხალისეებს, რომლებიც იბრძვიან უკრაინისთვის რუსული ბოროტების წინააღმდეგ.

ასეთები იყვნენ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანები მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი, რომლებიც თავდაცვის ძალების რიგებში იბრძოდნენ.

ოდიშვილი ბახმუტთან გარდაიცვალა, კვიჟინაძე კი - ლუგანსკის რაიონში. დაღუპული ცხედრები საქართველოში ჩამოასვენეს. სადაც გმირებს დაკრძალავენ.

ჩემი სამძიმარი მათ ოჯახებს!  დიდება უკრაინას! მადლობა ქართველებს! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!, - წერს ერმაკი.

პირველ ივლისს გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინაში დაღუპული ორი მებრძოლი - მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი ჩამოასვენეს.

მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი ასევე იბრძოდნენ 2008 წლის აგვისტოს ომში.

ორივე მათგანი 25 ივნისს საარტილერიო დაბომბვას ემსხვერპლა.

უკრაინაში რუსეთის აგრესიას ჯამში 47 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics