17:33 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-20 22:26:40, 1303 ნახვა

კომენტარი
ზურაბიშვილი პაპუაშვილის განცხადებაზე - ასეთი შეფასებები მხოლოდ დაძაბულობის გამძაფრებას ემსახურება

სრულიად მიუღებლად მიმაჩნია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ახალგაზრდების მიმართ გაკეთებული ბოლო განცხადება, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომელმაც სტუდენტები, რომლებიც პროტესტს გამოხატავენ მმართველი პარტიის წინააღმდეგ პოლიტიკურად ანგაჟირებულად მოიხსენია.

მისივე თქმით, შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენელი რომელიმე პროტესტის ფორმას არ ეთანხმებოდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თანამდებობა ვინმეს საკუთარი მოქალაქეების შეურაცხყოფის უფლებას ანიჭებს.

"სრულიად მიუღებლად მიმაჩნია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ახალგაზრდების მიმართ გაკეთებული ბოლო განცხადება.

შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენელი რომელიმე პროტესტის ფორმას არ ეთანხმებოდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თანამდებობა ვინმეს საკუთარი მოქალაქეების შეურაცხყოფის უფლებას ანიჭებს.

ასეთი შეფასებები შესაძლოა, მხოლოდ დაძაბულობის გამძაფრებას ემსახურებოდეს და არა ახალგაზრდებთან აუცილებელი კომუნიკაციის აღდგენას, რასაც ყველა საშუალებით უნდა ცდილობდეს ხელისუფლება, მით უმეტეს, ამ ბოლო მოვლენების ფონზე", - წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ახალგაზრდები, რომლებმაც პარლამენტის წინ "უცხოური კანონი" გააპროტესტეს, პოლიტიკურად ანგაჟირებულად მოიხსენია, რომლებიც  "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინირებით ცდილობენ, რომ ადამიანები ზიზღის ობიექტები გახადონ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics