15:16 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-06 13:45:14, 2179 ნახვა

Lifestyle
ჯგუფმა მგზავრებმა ახალი მუსიკალური ალბომი გამოუშვა - ერთ-ერთ სიმღერაზე კლიპი ლადო კვატანიამ მოამზადა

ჯგუფმა მგზავრებმა ახალი, რიგით მერვე მუსიკალური ალბომი გამოუშვა, რომელიც მსმენელისთვის 2 თებერვლიდან არის ხელმისაწვდომი, როგორც Apple Music-ის, ასევე Spotify-ის აპლიკაციებში.

კამარა - ასე ჰქვია ახალ ალბომს, რომელიც 10 სიმღერას აერთიანებს. ალბომი ეხება ბავშვობას და იმ მოგონებებს, რომლებიც ჯგუფის წევრებისთვის ყველაზე ძვირფასია. ალბომი მშობლებისთვის მადლიერების გამოხატვას ეძღვნება, რადგან მათ შეძლეს, რთული დროის მიუხედავად, ბედნიერი ბავშვობის შექმნა.

აღნიშნული ალბომიდან, სიმღერაზე - ვალსი, მომზადდა ვიდეო რგოლი, რომლის ჩვენებაც ჯგუფის ოფიციალურ YouTube არხზე იქნება შესაძლებელი.

ახალ ვიდეო რგოლზე მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ვიდეო რგოლის რეჟისორი ლადო კვატანიაა, მისი ბიოგრაფია ამერიკის პოპ კულტურას უკავშირდება. კონკრეტულად კი ისეთი ვარსკვლავების სახელებს, როგორებიც არიან - Cardi B, Kenye West და Lil Durk, რომელთა ვიდეოებზეც სწორედ ლადო კვატანიამ იმუშავა.

ლადო კვატანიას გადაღებული აქვს ვიდეორგოლები ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის, როგორებიცაა: Reebok, Adidas, Paypal, Google, Visa და სხვა...

ჯგუფი მგზავრები აქტიურად მოღვაწეობს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ამ ეტაპზე, აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში საკონცერტო ტურნესთან დაკავშირებით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics