20:09 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-16 16:19:01, 2159 ნახვა

კომენტარი
გივი მიქანაძე - ვინმემ შეიძლება დაიჯეროს, რომ რუსეთიდან დიდი ოდენობის თანხები ერიცხებოდეს ადამიანს, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებას ეწევა

„ვინმემ შეიძლება დაიჯეროს, რომ რუსეთიდან ასეთი დიდი ოდენობის თანხები დღეს, ერიცხებოდეს საქართველოში ადამიანს, რომელიც აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას ეწევა და ეს იყოს მხოლოდ და მხოლოდ კულტურულ აქტივობებთან და  ღონისძიებებთან დაკავშირებული?- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ელენე ხოშტარია რუსეთის საგარეო უსაფრთხოების სპეციალისტია და ცნობილია, სად მიიღო განათლება და იქ როგორ ხვდებოდნენ ადამიანები. 

„ვინმემ შეიძლება დაიჯეროს, რომ რუსეთიდან ასეთი დიდი ოდენობის თანხები დღეს, ერიცხებოდეს ადამიანს საქართველოში, რომელიც აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას ეწევა და ეს იყოს მხოლოდ და მხოლოდ კულტურულ აქტივობებთან და  ღონისძიებებთან დაკავშირებული? წლების მანილზე, არა ერთხელ გვითქვამს, რომ ელენე ხოშტარია არის დაკავშირებული რუსეთის შესაბამის წრეებთან. ამის თაობაზე ყოველთვის იყო მისი მხრიდან მცდელობა, რომ ეს რაღაცნაირად თავიდან აეცილებინა, თითქოს ჩვენ ცილს ვწამებდით. ეს ადამიანი არის რუსეთის საგარეო უსაფრთხოების სპეციალისტი, ვიცით, სად მიიღო მან განათლება და იქ როგორ ხვდებოდნენ ადამიანები. კიდევ აქეთ მმართველი გუნდისკენ იშვერს ხელს. არანაირ ეთიკურ და მორალურ ნორმებში არ ჯდება“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics