15:48 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-21 16:37:32, 55445 ნახვა

ირაკლი ღარიბაშვილი: ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილი ხმის მისაცემად ვაკის მაჟორიტარული  ოლქის საარჩევნო უბანზე  მეუღლესთან ერთად მივიდა. როგორც უწყების ხელმძღვანელმა ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, ხმა მისცა ქვეყნის  მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას.

“საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას და სტაბილურობას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. მეორე ტური მშვიდ პროცესებში მიმდინარეობს.  სამწუხაროა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა არ მიიღეს მონაწილეობა, თუმცა ეს ხელს ვერ შეუშლის ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას”, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. მინისტრის თქმით, დღეს პოლიტიკოსებს მიეცათ შესაძლებლობა რეალურად დაამტკიცონ, სახელმწიფოებრივად მოიქცევიან თუ არა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics