13:51 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-14 17:05:24, 886 ნახვა

სხვადასხვა
მიტროპოლიტი ანდრეა: ხურვალეთთან ბანერი რომ აიღეს, ძალიან კარგი ქნეს

საქართველოს საპატრიარქო რუსეთის მიერ საზღვრის გადმოწევას რუსეთ–საქართველოს ურთიერთობაში დიდ შეცდომად აფასებს.
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საოკუპაციო ხაზთან განვითარებული მოვლენები ყოვლად მიუღებელია.
როგორც გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრეა გვაზავამ საპატრიარქოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ ფაქტის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოების უფრო აქტიურად ჩართვა აუცილებელია.
„ცნობილი გახდა, რომ ახლახან ე.წ. სამხრეთ ოსეთთან არსებული დე ფაქტო საზღვრის ხაზი კვლავ გადმოიწია. ეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის მიტაცების უკვე მერამდენე მცდელობაა. არაერთხელ აღგვნიშნავს და კვლავ გავიმეორებ, რომ ასეთი ნაბიჯები რუსეთ –საქართველოს ურთიერთობაში დიდ შეცდომად და ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია. ვფიქრობ, აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების უფრო აქტიური ჩართულობა, რომ საქართველომ შეძლოს თავი დაიცვას მსგავსი შემოტევებისგან“, – აღნიშნა ანდრეა გვაზავამ. 
მიტროპოლიტი სოფელ ხურვალეთში ჟურნალისტების ჩასვლას და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გაპროტესტებასაც გამოეხმაურა. მან ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის მოგლეჯვის ფაქტი დადებითად შეაფასა. 
„ბანერი რომ აიღეს, ძალიან კარგი ქნეს“, – აღნიშნა მიტროპოლიტმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics