20:18 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-26 11:00:06, 3197 ნახვა

კულტურა
პრემია „საბას" დაჯილდოება 30 სექტემბერს გაიმართება

ლიტერატურული პრემია "საბას" რიგით მე-15 საზეიმო დაჯილდოება 30 სექტემბერს, შაბათს, საღამოს 20:00 საათზე გაიმართება.

ცერემონიას თბილისის ისტორიის მუზეუმი „ქარვასლა" უმასპინძლებს. „საბას" დაჯილდოებისთვის თვალის მიდევნება ტელემაყურებელს  პირველი არხის პირდაპირ ეთერში შეეძლება.

ცერემონიაზე „საბას" ჟიური წლევანდელი ლაურეატების ვინაობას დაასახელებს. 30 სექტემბერს გაირკვევა, ვინ გახდება „საბა" წლევანდელი ლაურეატი, კონკურსის 11 ნომინაციაში.

როგორც ცნობილია, წელს ლიტერატურულ კონკურსში „საბა" 300 კონკურსანტი მონაწილეობდა, საიდანაც, სამი თვის წინ, „საბას" ჟიურიმ 47 ფინალისტი დაასახელა. დაჯილდოების ცერემონიაზე სწორედ ამ ფინალისტებიდან გამოვლინდება წლევანდელი გამარჯვებულები, რომლებიც პრემიის დამფუძნებელი თიბისი ბანკისგან „საბას" პრიზსა და სოლიდურ ფულად პრემიებს მიიღებენ.

„საბას" 11 ნომინაციიდან თითოეულს ერთი გამარჯვებული ეყოლება, გარდა ნომინაციისა „საუკეთესო დებიუტი", სადაც, უკვე მეორე წელია, მკითხველებიც ჩართულნი არიან გამარჯვებულის არჩევაში. მკითხველების მიერ თავისი ფავორიტისათვის ხმის მიცემა დაჯილდოებამდე გაგრძელდება. ცერემონიაზე გაირკვევა მკითხველთა რჩეული დებიუტანტის ვინაობაც.

წლევანდელი „საბას" მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ  ნომინაციაში „საუკეთესო ელექტრონული წიგნი" გამარჯვებულ წიგნს გამომცემლობა „პალიტრა L" ბეჭდურად გამოსცემს. ცნობილია, რომ ამ ნომინაციაზე განიხილება ელექტრონული წიგნები, რომლებიც ბეჭდური სახით არაა გამოცემული. „პალიტრა L"-ის მიერ დაწესებული ეს დამატებითი პრიზი - ბეჭდური წიგნის გამოცემა საკუთარი სახსრებით - მნიშვნელოვანი ხელშეწყობა და სტიმული იქნება ამ ნომინაციის გამარჯვებულისთვის.

პირველ არხთან ერთად, პრემია „საბას" მედიაპარტნიორები არიან რადიოჰოლდინგი „ფორტუნა", ტელეკომპანია „არტარეა" და პალიტრა მედია.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
ივანიშვილის პარლამენტმა ე.წ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, “ბაზარი ორბელიანზე” მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics