18:04 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-10 15:43:25, 1232 ნახვა

სხვადასხვა
სახლს, რომელშიც „ჰარი პოტერი“ დაიბადა, აუქციონზე გაყიდიან (ფოტოები)

სახლს, რომელშიც ჯოან როულინგის პერსონაჟი - ჰარი პოტერი დაიბადა, აუქციონზე გაყიდიან, - ამის შესახებ Telegraph იუწყება.

ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, სახლის საწყისი ფასი 995 ათასი ფუნტია, რაც დაახლოებით 1,3 მილიონი დოლარია. 

2016 წელს მედიაში ვრცელდებოდა ინფომრაცია, რომ იყიდებოდა "ჰარი პოტერის" კიდევ ერთი პერსონაჟის, ჰერმიონა გრეინჯერის სახლი, რომლის ფასი 2.4 მილიონი ფუნტი იყო.

"ჰარი პოტერის" ფილმის სცენარის თანახმად, სახლი სკოლის ("ჰოგვარტსის") დირექტორის ალბუს დამბლდორის მშობლიურ ქალაქში, გოდრიკის ღრმულში მდებარეობს, სადაც ჰარი პოტერი დაიბადა და სადაც მისი მშობლები ვოლდემორტმა მოკლა. 

როგორც მედია საშუალება წერს, რეალურად აღნიშნული სახლი საფოლკში, სოფელ ლავენჰემში მდებარეობს. სახლი XIV-XVII საუკუნეებში ინგლისში უმდიდრეს ოჯახს, დე ვერებს ეკუთვნოდა. ისტორიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ მეფე ჰენრი XVIII ამ სახლს 1498 წელს ნადირობის დროს სტუმრობდა. სახლში 6  საძინებელი, ოთახი ხატვისთვის, მისაღები, სასადილო და 2 სამზარეულოა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics