03:03 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-22 21:41:22, 1073 ნახვა

სპეციალური ანონსი
23 ივნისის ანონსი

23 ივნისს, 09:00 საათზე, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოში ჩეხეთის თავდაცვის ინდუსტრიის კომპანიების პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი მარტინ სტროპნიცკი გახსნის. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი დაესწრება.
მის.: ჭავჭავაძის ქ. #37; კორპ. #6 (შესასვლელი აბულაძის მხრიდან)

23 ივნისს, 10:00 საათზე, სასტუმრო ”თბილისი მერიოტში“ საქართველოს სახალხო დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციასთან „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ ერთად საზოგადოებას წარუდგენს ანგარიშს – „ფსიქიკური ჯანდაცვის დაწესებულებათა პრივატიზაცია საქართველოში შეფასება, დასკვნები და რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისთვის“.
მის.: შოთა რუსთაველის გამზ. N13, სასტუმრო „თბილისი მერიოტი“, თამარ მეფის დარბაზი.

23 ივნისს, 11.30 საათზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სამშენებლო კომპანია M2, USAID და UNICEF შშმ ბავშვების მცირე საოჯახო სახლის მშენებლობის კაფსულას ჩადებენ.
მის.: დიდი დიღომი, დემეტრე თავდადებულის ქუჩის მარჯვენა მხარეს, M2-ის ბანერთან

23 ივნისს, 12:00 საათზე, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე თბილისის მერიაში ენერგოეფექტურობისა და ელექტრომობილების გამოფენას გახსნის.
მის: შარტავას ქ. #7

23 ივნისს, 12:00 საათზე, ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი მარტინ სტროპნიცკი დელეგაციის წევრებთან ერთად სოფელ ოძისში დეფაქტო საზღვარს მოინახულებს. 

23 ივნისს, 12:00 საათზე, თბილისის ბოტანიკურ ბაღში ”ზიპ ლაინ” ატრაქციონი გაიხსნება. ცერემონიას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე დაესწრება.
საკონტაქტო პირი გია გაბრიჭიძე - 555 591 668





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics