19:35 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-02 19:17:07, 1011 ნახვა

კომენტარი
ვახტანგ ხმალაძე: ქორწინების განსაზღვრაზე რეფერენდუმის ჩატარება არაკონსტიტუციურია

რეფერენდუმის ჩატარება ისეთ თემაზე, რომელიც კონსტიტუციაში ნორმად უნდა აისახოს, მიმაჩნია, რომ არაკონსტიტუციურია, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის შესაძლო ჩატარებასთან დაკავშირებით „ექსპრესნიუსს“ განუცხადა.

 „კანონით ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა. კონსტიტუციაში ეს საკითხი ასე ცალსახად არ წერია. როდესაც ეს ნორმა კონსტიტუციაში იწერებოდა, სწორედ ეს იგულისხმებოდა და მაშინ ერთსქესიანთა ქორწინების საკითხი აქტუალური არ იყო. თავის დროზე მეც მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ ქორწინების დეფინიციის კონსტიტუციაში ჩაწერა აუცილებელი არ არის. რეფერენდუმის ჩატარება ისეთ თემაზე, რომელიც კონსტიტუციაში ნორმად უნდა აისახოს, მიმაჩნია, რომ არაკონსტიტუციურია. თუმცა, არიან იურისტები, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობენ. კონსტიტუცია თავად განსაზღვრას მასში ცვლილების შეტანის წესს და ეს რეფერენდუმს არ მოიცავს. რეფერენდუმის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას პირადაპირი მოქმედების ძალა აქვს და ერთი თვის განმავლობაში ხელისუფლებამ კანონმდებლობაში სათანადო ცვლილება უნდა შეიტანოს. თუმცა, კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას მინიმუმ 2 თვე ჭირდება. შესაბამისად, ეს ცვლილება კონსტიტუციაში ვერ შევა, მაგრამ რეფერენდუმის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პირდაპირ იმოქმედებს. აქედან გამომდინარე, გამოვა, რომ კონსტიტუციაში ისეთი ცვლილება შევიდა, რომელსაც კონსტიტუცია არ ითვალისწინებს. არ შეიძლება რეფერენდუმზე ისეთი საკითხის გატანა, რომელიც კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას ითხოვს“, - აცხადებს ხმალაძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics