22:23 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-18 17:03:32, 947 ნახვა

სამართალი
სუს - ვეფხია კასრაძის განცხადებასთან დაკავშირებით უკვე მივმართეთ პროკურატურას

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ვეფხია კასრაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, სუს-ის თანამშრომელი შარშან მისი "შვილის გატაცებას აპირებდა", განცხადებას ავრცელებს.

სუს-ი აცხადებს, რომ უკვე მიმართეს ვეფხია კასრაძის განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურას, რათა "უმოკლეს ვადაში მოხდეს განცხადების ავტორის გამოკითხვა და დადგინდეს, რასთან გვაქვს საქმე სინამდვილეში".

როგორც სუს-ი აღნიშნავს, ვეფხია კასრაძის მიერ გაკეთებული განცხადება დეტალურ შესწავლას, მეტ კონკრეტიკას და "ოდნავი დეტალიზაციის შემთხვევაშიც კი", სრულყოფილ გამოძიებას საჭიროებს.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვეფხია კასრაძის განცხადებასთან დაკავშირებით უკვე მიმართა პროკურატურას, რათა უმოკლეს ვადაში მოხდეს განცხადების ავტორის გამოკითხვა და დადგინდეს, რასთან გვაქვს საქმე სინამდვილეში - ერთი მხრივ, თეორიულადაც რომ დავუშვათ განცხადებაში მოტანილი ფაქტების სისწორე, ის დეტალურად არის გამოსაძიებელი, მეორე მხრივ კი არ შეიძლება ვინმეს შეეძლოს საკუთარი ქვეყნის სპეცსამსახურს ასე ხელაღებით დააბრალოს სასტიკი დანაშაული. ორივე შემთხვევაში გაკეთებული განცხადება დეტალურ შესწავლას, მეტ კონკრეტიკას და ოდნავი დეტალიზაციის შემთხვევაშიც კი, სრულყოფილ გამოძიებას საჭიროებს", - ნათქვამია განცხადებაში.

საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა ვეფხია კასრაძემ განაცხადა, რომ სუს-ის თანამშრომელი შარშან მისი შვილის "გატაცებას აპირებდა".

"შარშან ჩემი შვილის გატაცებას რომ აპირებდა სუსის თანამშრომელი და 11 წლის გოგოს რომ ურეკავდნენ მთელი სამი თვის განმავლობაში, რომ არ ვამხილე ის სუსის თანამშრომელი, ხომ? ეგ ვაღიარო, არა? ესენი არიან გარეწრები, უბრალოდ და ცოტა რხვენოდეთ, რა. ვფიქრობდი, რომ ლილუაშვილის სუს-ი აკეთებდა ამას, მაგრამ ახლაც რეკავენ", - განაცხადა ვეფხია კასრაძემ "ტვ პირველთან" სატელეფონო საუბარში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics