13:54 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-14 19:05:37, 990 ნახვა

რეგიონი
აჭარის სსდ ცენტრები სამედიცინო და კომპიუტერული ინვენტარით აღიჭურვება

აჭარის სასწრაფო დახმარების რაიონულ ცენტრებს სამედიცინო და კომპიუტერული ინვენტარი გადაეცემა.

ტექნიკა  ყველა რაიონულ სამსახურში განაწილდება. სამედიცინო მოწყობილობებით კი, რეგიონის ყველა ეკიპაჟი აღიჭურვება.

ინვენტარის გადაცემის პროცესს პირადად დაესწრება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი დავით ტორუა.

დეფიბრილატორები, კარდიოგრაფები, პორტატული პულსოქსიმეტრები, ხერხემლის საიმობილიზაციო და სატრაქციო, ასევე ზემო კიდურის უნივერსალური არტაშნები, კომბინირებული საინტუბაციო მილები, მექანიკური მქაჩები, ჟანგბადის პორტატული ბალონები, პედიატრიული უნივერსალური კისრის საყელოები, სამედიცინო ჩანთები, ოროფარინგიალური მილები, მაკრატლები, ჟანგბადის რეზერვუარიანი ნიღბები და სისტემა-დოზიმეტრები - სულ 20-მდე დასახელების სამედიცინო ინვენტარი, აჭარის სასწრაფო დახმარების ყველა ეკიპაჟს გადაეცემა.

ასევე, რაიონულ სამსახურებში  კომპიუტერული ტექნიკა განაწილდება, რომლის მეშვეობითაც ცენტრის ელექტრონული პროგრამა ჩაირთვება.

ახალი სამედიცინო აღჭურვილობის გამოყენებისთვის, მედპერსონალს შესაბამისი ტრენინგიც ჩაუტარდება. კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებისთვის სპეციალურ სწავლებას გაივლიან რაიონული სამსახურის ხელმძღვანელებიც.

რეგიონული სსდ ცენტრების სამედიცინო და კომპიუტერული ინვენტარით აღჭურვა 9 მარტს დაიწყო. მოწყობილობები უკვე გადაეცა იმერეთისა და კახეთის რეგიონებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
აშშ-ის საელჩომ საქართველოს დედაენის დღე მიულოცა
„ოცნების“ წარმომადგენელი: უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრის განცხადება მისასალმებელია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics