22:09 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-13 13:02:32, 500 ნახვა

საზოგადოება
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები გარემოსდაცვით პროექტებში მიღებენ მონაწილეობას

სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები გარემოსდაცვით პროექტებში მიღებენ მონაწილეობას.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა და უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ვადაჭკორიამ მოაწერეს.

ხელშეკრულების თანახმად, უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტები,  სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთოების დეპარტამენტში  სტაჟირებას გაივლიან. გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, კი სტუდენტები ეკოსაგანმანათლებლო ღონისძიებებში ჩაერთვებიან.

გარდა ამისა, უწყების ხელმძღვანელებმა თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics