09:13 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-06 20:19:37, 14314 ნახვა

ომი უკრაინაში
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო პაციენტების მიღებას რამდენიმე დღეში შეძლებს

დღეს აჭარის მთავრობისთავმჯდომარის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა, სადაც კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები განიხილეს. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე,  შეხვედრაზე განხილულ იქნა კორექტირებული აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი, რომელიც უახლოეს დროში გადაეგზავნება აჭარის უმაღლეს საბჭოს განსახილველად.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად შესაბამისი აპარატურით აღჭურვა მიმდინარეობს და კლინიკა რამდენიმე დღეში შეძლებს ინფიცირებული პაციენტების მიღებას. სამედიცინო პერსონალი გადის შესაბამის გადამზადებას, რაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობისას არის საჭირო.

ბათუმის ახალი რესპუბლიკურ საავადმყოფო  ორი დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერა და ადგილზე გაეცნენ კლინიკის აღჭურვის პროცესის დაწყებას.

ახალი კლინიკა ერთდროულად 170-მდე პაციენტის მომსახურებას შეძლებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics