11:46 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-15 12:15:36, 1033 ნახვა

კომენტარი
ბიძინა ივანიშვილი: მთაში საპენსიო ასაკის დაწევა შეიძლება განიხილებოდეს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი GDS-ის ახალი სატელევიზიო პროექტის ფარგლებში,  რეგიონულ შეხვედრებს განაგრძობს.

ამჯერად ის  რაჭის მოსახლეობის შეკითხვებს პასუხობს. ერთ-ერთი შკითხვა მთის კანონსა და საპენსიო ასაკის დაწევას შეეხებოდა. ივანიშვილის თქმით, მთის კანონი დასახვეწია და მნიშვნელოვანია, რომ მთაში ხალხი დაბრუნდეს.

ამასთან, ივანიშვილის განმარტებით, საპენსიო ასაკის დაწევაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, თუმცა, მისივე შეფასებით, მთელ საქართველოში საპენსიო ასაკის დაწევა, ალბათ, ვერ მოხდება, რადგან ეს ყველაფერი ბიუჯეტთანაა დაკავშირებული:

"უახლოეს ისტორიაში ქვეყნის მართვის დიდი გამოცდილება არ გვაქვს და უნდა ვისწავლოთ ბიუჯეტის განკარგვა. როგორც ოჯახის ბიუჯეტია, ისევეა ქვეყნის ბიუჯეტი. როდესაც საპენსიო ასაკზეა საუბარი, კითხვა აბსოლუტურად კორექტულია და ამაზე უნდა იზრუნოს სახელმწოიფომ,  რომ ეს ასაკი დაიწიოს. თუმცა, ევროპელები აწევისკენ არიან ძირითადად მიმართული. მთაში ხალხი უნდა დაბრუნდეს. მთაში საპენსიო ასაკის დაწევა შეიძლება განიხილებოდეს და ეს იქნება გაცილებით იოლი, ვიდრე მთელ  საქართველოში, რადგან ეს ყველაფერი კავშირშია ბიუჯეტთან. ძალიან უნდა ვიაქტიუროთ ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში მედიამაც და მოსახლეობამაც",-აღნიშნა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics