18:50 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-29 15:12:43, 1103 ნახვა

კომენტარი
კახიძე: NDI-ის კვლევამ აჩვენა, რომ ენმ ხელისუფლების ერთადერთი ალტერნატივაა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელ ოთარ კახიძის განცხადებით, NDI-ის კვლევამ გამოკვეთა, რომ ენმ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც გეგმა, ხედვა და შესაბამისი კომპეტენცია გააჩნია.

"NDI-ის კვლევამ გამოკვეთა, რომ ქვეყანაში ძალიან მძიმე სურათია. იზრდება უმუშევრობა, არის სიღარიბე, უიმედობის განცდა და ხელისუფლება ამ პრობლემებს ვერ პასუხობს. ეს კვლევაში ცალსახად დადასტურებულია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლების ერთადერთი ალტერნატივაა, რომლესაც გეგმა, ხედვა და შესაბამისი კომპეტენცია აქვს, თუ როორ გამოიყვანოს ქვეყანა შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან, როგორ შეამციროს უმუშევრობა, გაზარდოს პენსია და იაროს წინ", - განცხადა კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, იმ ამომრჩევლებიდან გამოკითხულთა 32%, რომლებიც არჩევნებზე წასვლას გეგმავენ, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, ხოლო 26% - „ნაციონალურ მოძრაობას“.

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 7% - "პატრიოტთა ალიანსს" მისცემდა ხმას, 6მოძრაობას "სახელმწიფო ხალხისათვის, 6%-მა არ იცის, 2% არც ერთ პარტიას, ხოლო სხვა პარტიებს გამოკითხულთა 11 % მისცემდა ხმას. 10%-მა პასუხზე უარი განაცხადა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics