13:52 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-01 23:24:31, 1541 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე- ბოლო იარაღი, რითაც იმუქრებიან, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაა

თბილისის მერის განცხადებით, არანაირი ლეგიტიმური საფუძველი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებისა, არ არსებობს. 

ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.

„ჩვენ თუ ამას სამართლებრივად შევხედავთ და მივყვებით, როგორც არის „ასოცირების ხელშეკრულებაში“ გაწერილი, რა თქმა უნდა, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს შეუჩერონ ვიზალიბერალიზაცია, მაგრამ დღის წესრიგში შემოტანილი აქვთ პოლიტიკური სპეკულაციები. ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ ვისმენთ მხოლოდ და მხოლოდ ცრუ განცხადებებს, რომელიც ტყუილზეა დაფუძნებული. ვერანაირი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ, თუნდაც, მაგალითად, გამჭვირვალობა რატომ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ევროპულ მომავალს და ღირებულებებს. დღემდე არანაირი პასუხი არ არსებობს, ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციებით არის გაჯერებული მათი განცხადებები. ხომ იცით, „ძალა აღმართს ხნავსო“, ეს დამოკიდებულება აქვთ, უნდათ, რომ ქართველი ხალხი დაჩაგრონ.

ჩვენ გვქონდა შანტაჟის, მუქარის შემთხვევები კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ამ საკითხით ცდილობდნენ, რომ ქვეყანაში მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება, რევოლუცია, მაგრამ ჩაუვარდათ. შემდეგ იყო მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის თემა, აქაც დამარცხდნენ. ბოლო იარაღი, რაც დარჩენიათ და რითაც ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს ემუქრებიან, ეს არის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება. დარწმუნებული ვარ, ისინი აქაც იქნებიან დამარცხებულნი, იმიტომ, რომ სიმართლე არის ქართველი ხალხის და ზოგადად, ქართული სახელმწიფოს მხარეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
აშშ-ის საელჩომ საქართველოს დედაენის დღე მიულოცა
„ოცნების“ წარმომადგენელი: უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრის განცხადება მისასალმებელია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics