13:50 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-10 15:56:43, 1046 ნახვა

რეგიონი
ბათუმში ინკლუზიური სწავლების ცენტრი გაიხსნა

დღეიდან ბათუმის 26-ე საჯარო სკოლის შენობაში ინკლუზიური სწავლების ცენტრი იმუშავებს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სკოლის სახელოსნოებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჯგუფებისათვის სხვადასხვა სახელოვნებო პროფესიის შესწავლა განახლებული მეთოდებით მოხდება.

ცენტრი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრთან გიორგი თავამაიშვილთან ერთად გახსნა. ღონისძიებას რეგიონის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე მთავრობის სხვა წევრებთან ერთად ესწრებოდნენ.

„სკოლის ინტეგრირებულ და დამოუკიდებელ კლასებში 47 შშმ მოზარდი სწავლობს. ინკლუზიური სწავლების ცენტრში დღის პირველ ნახევარში ხორციელდება აკადემიური უნარების განვითარება, ხოლო დღის მეორე ნახევარში გადიან სახელოსნოებში სწავლებას. მოქმედებს თიხის დამუშავების საამქრო, სადაც ბავშვები სწავლობენ თიხის დამუშავების ტექნოლოგიას და გაფორმებას, ასევე, კვილინგზე და ბატიკაზე მუშაობას.

იგეგმება სამკერვალო ჯგუფის გახსნა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთათვის სკოლის პირველი სართულის სარეაბილიტაციო სამუშაოები აჭარის მთავრობის მხარდაჭერით განათლების სამინისტრომ 2015 წლის მიზნობრივი პროგრამის „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების“ ფარგლებში განახორციელა. საკლასო ოთახებისა და სახელოსნოების გარდა მოეწყო სამედიცინო კაბინეტი, შესაბამისი სველი წერტილი. ინვენტარის შეძენისთვის 40 000 ლარი გაიხარჯა.

სამუშაოების ღირებულებამ 150 095 ლარი შეადგინა. მსგავს პროგრამას აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გასულ წლებშიც აფინანსებდა.

სამუშაოების ღირებულებამ 150 095 ლარი შეადგინა. მსგავს პროგრამას აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გასულ წლებშიც აფინანსებდა.·

დაწყებულია მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები შშმ ბავშვების სოციალური ადაპტაციის პროგრამაც, რომელშიც მუნიციპალიტეტების მიხედვით ჩართულია ათეულობით სპეცმასწავლებელი“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
აშშ-ის საელჩომ საქართველოს დედაენის დღე მიულოცა
„ოცნების“ წარმომადგენელი: უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრის განცხადება მისასალმებელია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics