11:02 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-13 15:08:29, 2016 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დააჯილდოვა

თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დააჯილდოვა
თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დააჯილდოვა. ჯუანშერ ბურჭულაძემ მათ წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 უწყების ცნობით, ქართული ხმლის „გორდას“ ასლები გადაეცათ - აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლებს, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალს, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალს, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალს, სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურს, ეროვნული გვარდიის უფროსს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორსა და გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორს. 

„გორდა“ ხმალი დიდი პოპულარობით სარგებლობდა მთელ კავკასიაში, განსაკუთრებით საქართველოში, ჩეჩნეთსა და დაღესტანში. „გორდას“ დამღაა - ორი დაკბილულზედაპირიანი ნახევარმთვარის ფორმის ზურგშექცეული რკალები, შუაში განთავსებული წარწერით - „გენუა“. ამ დამღის ისტორია, ერთ-ერთი ვერსიით, XIV ს. გენუის ქალაქ-სახელმწიფოს უკავშირდება, ხოლო სხვა ვერსიით, მას კავკასიური წარმომავლობა აქვს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics